მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრა ილია მეორესთან და სინოდის წარმომადგენლებთან ...

მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრა ილია მეორესთან და სინოდის წარმომადგენლებთან კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

Published on

. მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები ილია მეორეს და სასულიერო პირებს შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათიანი მოლაპარაკება  კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ჯერ ისევ უცნობია. 
 
პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა ასევე განმარტა, რომ მას საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა არ ექნება.
 
„წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა. იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი, მრავალი შეკითხვა სინოდში. ასე, რომ ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება. რაც მთავარია, მან ბრძანა პატრიარქთანაც და თქვენთანაც დააფიქსირა, რომ მსოფლიო საპატრიარქო მისი უწმინდესობის სიბრძნეს ენდობა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში,“- განაცხადა მეუფე შიომ.
 
კითხვაზე, აქვს თუ არა რუსულ ეკლესიას ქართულ ეკლესიაზე გავლენა, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ რუსულ ეკლესიას ჩვენი ქვეყნის ეკლესიაზე გავლენა არ აქვს.
 
„ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში დღეს თქვენ იხილეთ, მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენს პოზიციას. როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან,"- განაცხადა მეუფე შიომ.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...