მთავარისიახლეებისაზოგადოება9 წლის გოგონას ოჯახი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებს

9 წლის გოგონას ოჯახი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებს

Published on

9 წლის გოგონას ოჯახი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც გოგონას დეიდა მანო პაჭკორია ყვება, ბავშვი წუხელ მაღალი სიცხით სასწრაფომ გადაიყვანა ზუგდიდის რეფერალურ სავაადმყოფოში, მორიგე ექიმმა, რადგან სხეულზე აღენიშნებოდა მცირედი გამონაყარი ( ალერგიული ფონის გამო მკურნალობდა ექიმის დანიშნულებით ), ინფექციურში გადაამისამართა პაციენტი.
 
" ექიმს არ გაუსინჯავს პაციენტი, სიცხის მიზეზები არ გამოუკვლევია, არც დიაგნოზი დაუსვამს, არანაირი საბუთი არ გამოაყოლა მშობელს ინფექციურში წარსადგენად და არც უზრუნველყო პაციენტის გადაყვანა, რაც წესით და რიგით მათ ინტერესებში შედიოდა.ასეთი ეპიდემიური აფეთქების სეზონზე, ექიმების ამგვარი გულგრილი, არაკომპეტენტური და უდიერი დამოკიდებულება არის დანაშაული და ზუგდიდის სავაადმყოფოს ექიმების მხრიდან კიდევ მსგავსი ინციდენტი პირველი არ არის "- განაცხადა მანო პაჭკორიამ.მისი თქმით, ბავშვი ამ ეტაპზე სტაბილურადაა და სახლში განაგრძობს მკურნალობას : "ბავშვი ამ ეტაპზე სტაბილურადაა, მე იმ პაციენტების გამო ვღელავ, ვისაც უფრო მძიმე შემთხვევა შეიძლება ჰქონდეს და სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდეს"- აცხადებს ის და ამბობს, რომ გულგრილობის გამო დღის წესრიგში უნდა დადგეს კონკრეტულად ამ ჰოსპიტალის რეორგანიზაციის საკითხი.
 
 

სიახლეები

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

"პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...