მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კრიზისის დაძლევის გეგმაზე...

მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კრიზისის დაძლევის გეგმაზე ისაუბრა და კითხვებს უპასუხა

Published on

მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა ემიგრანტებთან – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფილადელფიის უკრაინულ სახლში საათნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავარ პრობლემებს განიხილავდა. მიხეილ სააკაშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემამდე, კრიზისის დაძლევის გეგმაზე ისაუბრა. თქვა, რომ კრიზისი საქართველოში ყოველდღიურად ღრმავდება, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახება, გამოსავალს კი ხალხი ქვეყნიდან დატოვებაში და საზღვარგარეთ მუშაობაში ხედავს.
 
ქვეყნიდან წასული ემიგრანტების მთავარი კითხვები საქართველოში დაბრუნების გზებს ეხებოდა. ხალხს აინტერესებს რა უნდა გააკეთონ უცხოეთიდან საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად.
 
მიხეილ სააკაშვილს დარბაზიდან კრიტიკული შეკითხვებიც დაუსვეს. კერძოდ აგვისტოს ომსა და რუსეთზე. ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მესამე პრეზიდენტს შეკითხვა მომხდარზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღიარებაზე დაუსვა.
 
შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო რუსი ემიგრანტიც, მან დარბაზში მყოფ ქართველებს მიმართა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გამო ერთი რიგით მოქალაქის სახელით ბოდიში მოუხადა.
 
"ერთად სახლში"- ამ პროექტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ხვდება. შემაჯამებელი შეხვედრა 10 თებერვალს ბელგიის ლიეჟში გაიმართება, სადაც მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შეიკრიბებიან. ლიეჟის შეხვედრაზე იმ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ, რომლითაც საქართველოდან წასული ქართველი ემიგრანტები კრიზისი დაძლევას და სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...