მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სისტემა არის ავად“ - დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროში დაანონსებულ ცვლილებებსა და სკოლებში...

„სისტემა არის ავად“ – დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროში დაანონსებულ ცვლილებებსა და სკოლებში მასშტაბური კორუფციის დაბრუნების საფრთხეებზე

Published on

ცვლილებები განათლების სისტემაში – სკოლის მე-11-ე კლასელები 2019 წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ, საატესტატო გამოცდები კი 2020 წელს მე-12-ე კლასელებსაც გაუუქმდებათ. ასევე ზოგადი უნარების გამოცდა ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ იქნება და ის არჩევითი გახდება. შესაბამისად შეიცვლება საგრანტო სისტემაც, რომელიც ამ დრომდე ზოგადი უნარების ტესტის შედეგებით განისაზღვრებოდა.
 
აღნიშნულ ცვლილებებს  განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რატომაც იყო თავის დროზე საატესტატო გამოცდები შემოღებული. განათლების ყოფილი მინისტრი ორ ფაქტორს ასახელებს:
 
„ყველა მშობელმა და ყველა მოქალაქემ, ვისაც მართლა ადარდებს განათლების სისტემა და ყველა ვთანხმდებით, რომ განათლება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალია, საკუთარ თავებს უნდა დაუსვან მარტივი შეკითხვა – თუ მოუსმენიათ, წაუკითხავთ, გაუგიათ რამე არგუმენტი, როგორ შეიძლება გამოცდების გაუქმებამ გააუმჯობესოს განათლების სისტემა?
 
ყველამ იცის, რომ ბავშვი როდესაც სკოლაში სწავლობს, აბარებს გამოცდას, ეს არის აქსიომა.
 
პირველი რაც ყველას უნდა გვახსოვდეს – განათლების სამინისტროს, სისტემისა და ნებისმიერი გადაწყვეტილების არსი, რასაც ის იღებს, მდგომარეობს იმაში, რომ გააუმჯობესოს განათლების სისტემა. არგუმენტი, რომ გამოცდების გაუქმება, აუმჯობესებს განათლების სისტემას, არ არსებობს. დემაგოგია და ბოდვა იქნება, თუ ვინმე იტყვის არგუმენტად იმას, რომ მოსწავლე გამოცდებისთვის ემზადება და იმიტომ არ სწავლობს. როგორ შეიძლება ბავშვმა 8 საგანში გამოცდა ჩააბაროს და ეს იყოს ცუდი მისი განათლებისთვის? ასეთი არგუმენტი არ არსებობს, ბავშვი თუ სწავლობს, მინიმალური კომპეტენციის ჩაბარება მისთვის ძალიან მარტივია.
 
მეორე – ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რატომ იყო შემოღებული თავის დროზე საატესტატო გამოცდები – იგი იყო შემოღებული იმის გამო, რომ რეფორმების განხორციელების პერიოდში, ჩვენ დავინახეთ, რომ ბავშვებმა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე საგნის სწავლა, რომელიც მათ სჭირდებოდათ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და მათ საერთოდ არ აინტერესებდათ სხვა საგნები, რაც უზარმაზარ დარტყმას აყენებდა მათ განვითარებას, ბავშვი ამას ვერ აზროვნებს, მაგარმ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სასკოლო განათლება ეს არ არის უმაღლესი განათლების დანამატი. სასკოლო განათლებაში ბავშვი იღებს ისეთ უნარჩვევებს, რომელიც მას შემდგომში ეხმარება, გახდეს წარმატებული ადამიანი, ეს უნარჩვევები მოდის რვა სავალდებულო საგანთან ერთად“, – განაცხადა შაშკინმა.
 
განათლების ყოფილი მინისტრი ასევე საუბრობს ორ პრობლემაზე, რომელიც არსებულ სიტუაციაში იკვეთება:
 
„როდესაც ხდება სიტუაცია, რომ ბავშვი ემზადება მხოლოდ რამდენიმე საგანში, სწავლობს რამდენიმე საგანს, რომელიც სჭირდება უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთვის, აქ გვავქს ორი პრობლემა – ის ვერ ვითარდება როგორც პიროვნება, იქნება ჰუმანიტარი და არ ეცოდინება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების მინიმუმი, რომელიც განავითარებას მასში უნარებს ან პირიქით, იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სპეციალისტი, მაგრამ არ ექნება ჰუმანიტარული საგნები ნასწავლი, ამ შემთხვევაშიც არ იქნება სრულყოფილად განვითარებული.
 
პრობლემა ნომერი ორი – ბავშვი ცვლის თავის პოზიციას დროთაგანმავლობაში, მხოლოდ სტუდენტებში ყოველწლიურად, ყოველი მეხუთე ბავშვი ცვლის ტავის ფაქულტეტს და უნდათ, რომ ბავშვმა 14 წლის ასაკში ჩამოყალიბებულად მიიღოს გადაწყვეტილება ვინ უნდა იყოს და ამის მიხედვით ისწავლოს მხოლოდ სამი-ოთხი საგანი?“, – განმარტავს დიმიტრი შაშკინი.
 
მისივე განცხადებით, დღეს წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სკოლებში კორუფცია დაბრუნდება, რაც განათლების სისტემისთვის საშიშია:
 
„ბავშვები მიიღებენ ატესტატს მიმდინარე ნიშნების საფუძვლეზე – გესმით რა დონეზე ავა კორუფცია სკოლებში? რა მასშტაბის კორუფცია ბრუნდება სკოლებში.
 
უნარების გამოცდაზე იყო დამოკიდებული გრანტი, იმის გამო, რომ უნარებში მომზადება არის შეუძლებელი, ან გაქვს უნარები ან არა, ამიტომ, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ მშობელს არ აქვს სახსრები იმისთვის, რომ მოამზადოს ბავშვი სხვადასხვა დისციპლინებში, ასეთი ბავშვი რომ არ დაჩაგრულიყო, იმიტომაც იყო უნარებზე დამოკიდებული.
 
რატომ შეცვალა აღნიშნული განათლების სამინისტრომ? – პაციენტი როდესაც ავად არის და თვითმარქვია ექიმი ეუბნება ანალიზებია რ ჩააბარო იმსითვის,რ ომ არ დავინახოთ, რომ ავად ხარ და ამით შენ გამოჯანმრთელდებიო, ეს ბუნებრივია არის მავნებელი ექიმი. ასევე იქნცევა განათლების სამინისტრო. 2012 წლის შემდეგ ყველა ხედავდა, რომ უარესდებოდა და უარესდებოდა საატესტატო გამოცდების შედეგები, იმის ნაცვლად, რომ მოეგვარებინათ პრობლემა, სულ გააუქმეს. რეალური ანალიზი კი არის ის, რომ სისტემა არის ავად“, – განაცხადა შაშკინმა.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...