მთავარისიახლეებისპორტიგახდება თუ არა იური ბაკალოვი ს.კ. "ზუგდიდი" -ს მთავარი მწვრთნელი?

გახდება თუ არა იური ბაკალოვი ს.კ. “ზუგდიდი” -ს მთავარი მწვრთნელი?

Published on

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “ზუგდიდს” სავარაუდოდ უკრაინელი სპეციალისტი იური ბაკალოვი ჩაუდგება სათავეში. ის ზუგდიდში უკვე ჩამოვიდა და ბაიას ბაზაზე შეხვედრებიც გამართა კლუბის პრეზიდენტთან გელა ინალიშვილთან და ქალაქ ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ცნობილია, რომ იური ბაკალოვთან ოფიციალური სამუშაო კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა როგორც საფეხბურთო კლუბში ამბობენ, დიდი ალბათობით უკრაინელი სპეციალისტი გუნდს ჩაიბარებს.

შეხვედის შემდეგ იური ბაკალოვმა განაცხადა, რომ ზუგდიდის “ზუგდიდში” მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დღეებში გახდება ცნობილი. „საქართველოში დღეს ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა უკვე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საკმაოდ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ ვრცლად, საბოლოოდ კი ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება. საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს საკმაო ინფორმაცია, არიან დაბალანსებული გუნდები და საშუალო დონის გუნდებიც, რომლებიც ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“-განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა.

ბესიკ შეროზიას, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება პირველი წრის დასრულებამდე, დუბლების მთავარ მწვრთნელს ლევან მიქაძეს ჩააბარეს, რომელმაც ამ პოსტზე ოთხი ოფიციალური და ორი სათასო შეხვედრა გამართა. იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი ს.კ. „ზუგდიდს“ სათავეში ჩაუდგება, ლევან მიქაძე სწორედ უკრაინელი სპეციალისტის თანაშემწე გახდება.

რაც შეეხება იური ბაკალოვის სამწვრთნელო კარიერას – მუშაობა ბავშთა გუნდში 2003 წელს დაიწყო და ეს საბავშვო გუნდი, კიევის „დინამო“-ს დაქვემდებარებაში იყო. შემდეგ იგი კიევის „არსენალში“ გადადის დუბლების მწვრთნელად, ხოლო 2007 წელს ამავე გუნდში ჭაბუკთა ლიგას ხელმძღვანელობს და ცოტა ხანში, სათავეში იგი ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა. 2010 წელს უკრაინული კლუბის ხელმძღავნელობამ, იური ბაკალოვი კიევის „არსენალი“-ს ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

ხვალ, ბაიას ბაზაზე იური ბაკალოვი უკვე ფეხბურთელებს შეხვდება.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...