მთავარისიახლეებისაზოგადოება"მივმართავ პროტესტის ყველა ფორმას- შიმშილობასაც, სხვა გზა არ დამიტოვეს" - ბაჩანა შენგელია

“მივმართავ პროტესტის ყველა ფორმას- შიმშილობასაც, სხვა გზა არ დამიტოვეს” – ბაჩანა შენგელია

Published on

    "სხვა გზას არ მიტოვებენ, შიმშილობას დავიწყებ"- აცხადებს მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია. განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ შესული წერილის ავტორი ლავრენტი ქირია არ არსებობს და ბაჩანა შენგელიას თქმით, სწორედ განათლების სამინისტროში შეიქმნა ეს ყალბი დოკუმენტი." ლავრენტი ქირიას საქმე არის დამტკიცებული სიყალბე და ეჭვი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი შეიქმნა განათლების სამინისტროში."- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. მისი თქმით, პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწლია გამოძიება ია კერზაიას საქმეზე და დაუყოვნებლივ ითხოვს გამოძიების დაწყებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ პროტესტის ყველა ზომას მიმართავს, მათ შორის, შიმშილობას. " მივმარტავ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. ჯერ არც ერთი მოწმე არ არის დაკითხული. სხვა გზას არ მიტოვებენ, ამიტომ იძულებული ვარ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მივმართო, მათ შორის შიმშილობას"- აცხადებს ბაჩანა შენგელია. 
   ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წლის  2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა. ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...