მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საკრებულოს წევრებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებმა „საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი“ განიხილეს...

ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებმა „საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი“ განიხილეს (VIDEO)

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებმა „საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი“ განიხილეს. კოდექსის განხილვა საერთაშორისო ორგანიზაცია ენ-დი-აის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის განმავლობაში გამოიკვეთა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა გაახმოვანეს. კერძოდ, მათი განცხადებით, იურიდიული თვალსაზრისით დოკუმენტი დასახვეწია და რიგ შემთხვევაში განსამარტია ესა თუ ის მუხლი. საკრებულოს წევრის ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძის განცხადებით, კოდექსის პროექტში არ არის განმარტებული თუ რა შეიძლება ჩაითვალოს უპატივცემლობად და შეურაცხყოფად.კოდექსის ერთ-ერთი ავტორისა და საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, კოდექსზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნა ევროპული გამოცდილება. მისივე თქმით, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ნინო ხუხიას განმარტებით, სამართლებრივი თვალსაზრისით კოდექსი დახვეწას საჭიროებს.ეთიკის კოდექსის პროექტის მიხედვით, მისი მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით დაადგინოს საკრებულოს წევრის მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს საკრებულოსადმი საზოგადოების ნდობის მოპოვებას და კეთილსინდისიერად შესრულებას. ეთიკის კოდექსის შემუშავების ინიციატივა, ქლაქის საკრებულოს უმრავლესობამ გამოთქვა, რასაც მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...