მთავარისიახლეებიპოლიტიკამხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი, დღეს გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ - კობახიძე სასამართლო...

მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი, დღეს გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ – კობახიძე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომას აფასებს

Published on

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულებულია. 6-საათიანი მსჯელობა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები განიხილავდნენ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს.

„სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განვიხილეთ კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, შემდეგ შეხვედრაზე უკვე გაგრძელდება დეტალური დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს კანონპროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი პრინციპების განხილვა იყო. მისივე თქმით, საუბარი იყო პრინციპული მნიშვნელობის ყველა დეტალზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღევანდელი განხილვა არ გულისხმობდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ შეხვედრებზე უკვე იქნება საშუალება, რომ დეტალურად იქნას ყველა პროექტი დამუშავებული.

„რამდენი კანდიდატი, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, ამ ყველაფერზე ჩვენ გვქონდა საუბარი. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება შემოთავაზებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელი შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. პარალელურად, რედისონის შესასვლელთან სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციას მართავდა.

„რაც შეეხება ორ არამოსამართლე წევრს და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია, ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებისთვის. მე დავაზუსტებ, შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...