მთავარისიახლეებისპორტიზაზა ფაჩულია NBA ALL STAR -ის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გადავიდა

ზაზა ფაჩულია NBA ALL STAR -ის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გადავიდა

Published on

ზაზა ფაჩულია "ენ-ბი-ეის "ყველა ვარსკვლავის" რეიტინგში დაწინაურდა. " ოლ სთარის" შუალედურ შედეგებში დალასის ქართველი ცენტრი 194 ათას 421 ხმით მე-8 ადგილზეა. პირველ ადგილს დასავლეთ კონფერენციაში კობი ბრაიანტი იკავებს. ფაჩულიას ახლა გულშემატკივრების განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება -ამისათვის მათ სოციალურ ქსელში ჰაშთეგით უნდა დაწერონ: #NBAVote Zaza Pachulia. გამოკითხვის შედეგად სულ 10 კალათბურთელი უნდა შეირჩეს, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გუნდების ხუთეულებს შეავსებენ. "ოლ სტარის" გუნდების დანარჩენ 7-7 მოთამაშეს კი მწვრთნელები დაასახელებენ. გულშემატკივარს "ოლ სთარის" გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება 18 იანვრამდე შეეძლებათ. ყველა ვარსკვლავის მატჩი კი 14 თებერვალს გაიმართება. 

წარმოგიდგენთ ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:

1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და "დალას მავერიკსის" ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.

თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/

2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელია ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #nbavote zaza pachulia და ვპოსტავთ.

3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის "დალასის" შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ "submit vote". როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.

4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.

იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას!!!

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...