მთავარისიახლეებისაზოგადოება"შეტყობინება რამდენიმე დღის წინ შემოვიდა"- ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ

“შეტყობინება რამდენიმე დღის წინ შემოვიდა”- ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ

Published on

„2 დღის წინ შემოვიდა ინფორმაცია  ბარამიას ქუჩიდან, ადგილზე გავიდა ჯგუფი, სამაშველო სამსახურიც იყო, დაფიქსირდა ხარვეზი, იმ საღამოსვე გამოერთო კორპუსს გაზი და მოხდა შემდეგ აღდგენა. ახლა უკვე 2 დღეა სამივე კორპუსში მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები და ახდენენ  გეგმიურ შემოწმებებს.“ – განაცხადა სოკარ-გაზ ჯორჯიას გურია-სამეგრელოს ოფისის დირექტორმა გია დარსანიამ. მისი თქმით, მოსახლეობა თვითნებურად აკეთებს დაერთებას, კუსტარულად და სწორედ ამ ადგილებიდან ხდება ჟონვა. „მოსახლეობა სცოდავს იმაში, რომ რეფლექტორებს, რომელიც ძალიან იაფი ღირს, არ აყენებენ. ეს აპარატი აუცილებელია, ის გამოყოფს CO-ს, ამის დაერთებას კუსტარულად აკეთებენ და ჟონავს იქედან. ამიტომ ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, ხელს ვაწერინებთ აქტზე, ის პასუხისმგებელია შიდა გაყვანილობაზე და აღვუდგენთ პირვანდელ მდგომარეობას.“- განაცხადა დარსანიამ. რაც შეეხება დასახლებას, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მსთი თქმით, ღამე გვიან იგრძნეს სუნი და ცხელ ხაზზე დარეკეს „ სუნი იყო პადიეზდშიც და უცებ დავრეკეთ, მოვიდნენ და გამორთეს იმ საღამოს, ახლა ამოწმებენ“- განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა. მათი თქმით, მას შემდეგ რაც თბილისში ტრაგედია დატრიალდა, შეშინებულები არიან. რამდენიმე დღის წინ საზარელი ტრაგედია დატრიალდა დიღომში, საცხოვრებელი კორპუსში გაზის აფეთქბის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...