მთავარისიახლეებისაზოგადოებავაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. ,,გადავწყვიტეთ, დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე'' -აცხადებს "ბუდაპეშტის"...

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. ,,გადავწყვიტეთ, დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე” -აცხადებს “ბუდაპეშტის” დამფუძნებელი

Published on

 ,,სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელთან შეთახმება მიღწეულია  და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა  კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
 
მან თავისი განცხადების უდიდესი ნაწილი  ყოფილი მერის გიგი უგულავას კრიტიკას მიუძღვნა:  ,,როგორც მოგეხსენებათ 2013 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროს აშენებაზე ვაკის პარკში. მაშინდელი მერი [გიგი უგულავა] სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავასკვენი. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარი მონდომება საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა და ყველაზე მთავარი თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობთ და ამისთვის ვართ მადლიერი. ”- აღნიშნა კახა კალაძემ.
 
."სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე ადასტურებს, რომ მერიასთან შეთანხება შედგა. ზაქაიძის თქმით, მათ ორი ვარიანტი აქვთ, ან ჩანაცვლება ან გამოსყიდვა და კომპანიაში მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვტენ თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ. 
 
"მოხარული ვარ რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, ჩვენთვისაც რთული იყო 6 წლის განმავლობაში ამ პროცესებში ყოფნა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო, რომ დაპირისპირება და დაძაბულობა მოგვაშორა. და მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ შევთანხმდებით კონკრეტულ ობიექტებზე და ნაკვეთებზე, არის რაღაც ჩამონათვალი. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ამოვარჩიოთ რომელიც გვაწყობს. რაღაც შემოტავაზებები იქნება და უკვე რამოდენიმე დღეში მუშა პროცესში დავასრულებთ ამ პროიცესს. მოლაპარაკება შედგა და დასრულდა, უბრალოდ უნდა ამოვარჩიოთ მონაცვლეობა თუ გამოსყიდვა გვინდა. ჩვენ ისევ უნდა წავსულიყავით სასამართლოში გვედავა ზარალზე, მაგრამ რეალობიდან გამომდიანრე, ქალაქის მერიამაც გვთხოვა, ის წინადადებები, რაც შემოგვათავაზეს არის რეალობასთან ახლოს და არის ადეკვატური, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვაკის პარკში გავაკეთებთ ბიზნეს, ჭავჭავაძეზე, მთაწმინდაზე გლდანში თუ ვარკეთილში." – ამბობს ზაქაიძე. 
 
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი ამბობდა, რომ " მერია ხელების გადაგრეხაზეა გადასული" და მისთვის დედაქალაქის მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი იყო. მერიაში კი ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელს ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს აშენების მოქმედი ნებართვა ჰქონდა, ისინი პარკში მსგავსი მასშტაბის მშენებლობას არ დაუშვებდნენ.  
 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...