მთავარისიახლეებისაზოგადოებანობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბერში ეწვევა

ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბერში ეწვევა

Published on

მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის. ცნობილი პერუელი მწერალი დედაქალაქს პირველად სექტემბერში ესტუმრება და ხუთ დღეს დარჩება.ნობელის პრემიის ლაურეატი, სავარაუდოდ, ქართველ მკითხველს, მთარგმნელებს და გამომცემლებსაც შეხვდება. მის საქართველოში ჩამოსვლამდე კი ქართულ ენაზე ორი რომანი ითარგმნება.მარიო ვარგას ლიოსას ქართულ ენაზე გამოცემული ახალი რომანი "საუბარი კათედრალში" იქნება. წიგნის თარგმნა ლანა კალანდიამ 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და სულ რამდენიმე თვეში საბეჭდი ვერსია უკვე მზად იქნება.5-დღიანი სტუმრობის დეტალები ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია, თუმც, მის ქართველ მასპინძლებს სურთ, რომ ქვეყნის კულტურა საქართველოში მოგზაურობითაც გააცნონ. წიგნის ეროვნულმა ცენტრმა მწერალს მოწვევა დეკემბერში გაუგზავნა, დადებითი პასუხი კი მეორე დღესვე მიიღეს.მარიო ვარგას ლიოსა სერვანტესის სახელობის პრემიის ლაურეატია, ხოლო 2010 წელს მას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.პერუელ მწერალს დაწერილი აქვს 20-მდე რომანი, მოთხრობები, სამეცნიერო და პუბლიკაციური ნაშრომები და პიესები. მიუხედავადა იმისა, რომ ლიოსას ყველაზე გახმაურებული რომანები 30-40 წლის წინაა დაწერილი, ისინი დღემდე აქტუალურია.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...