მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურამიშვილზე მცხოვრებლების ნაწილმა გაზის სუნის გამო სახლები დატოვა

გურამიშვილზე მცხოვრებლების ნაწილმა გაზის სუნის გამო სახლები დატოვა

Published on

გურამიშვილის 9-ა ნომერთან პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. განგაშის საფუძველი სადარბაზოში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი იყო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შიშის გამო სახლები დატოვა.
 
„ყველა სადარბაზოში გაზის სუნია,“- აცხადებენ ადგილობრივები.
 
„ყაზტრანსგაზში“ განმარტავენ, რომ ადგილობრივებმა ევაკუაციის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დადასტურდა, თუმცა კორპუსს გაზმომარაგება შეუწყდა და ის სისტემის ბოლომდე შემოწმების შემდეგ აღდგება. სპეციალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...