მთავარისიახლეებიეკონომიკასაგარეო საქმეთა სამინისტრო: ,,პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექნა ''

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ,,პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექნა ”

Published on

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. , ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია.
 
სინამდვილეში  საუბარია ევროკომისიის მერ გამოქვეყნებულ  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმაზე. ს ამ გეგმის ფარგლებში სხვადასხვა   ქვეყნებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სწორედ ამიტომ გამოიყო ეს თანხა   რომლის ჯამური ღირებულება  დაახლოებით 3.4 მილიარდი ევროა , ანუ ეს თანხა   საქართველოსთვის კი არა, საინვესტიციო გეგმისთვის გამოიყო.  
 
რადგან ბახტაძეს არ დაუზუსტებია, რომ ახალი პროექტების დაფინანსებაში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმას გულისხმობდა,  დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს გარდა აღნიშნულისა, ევროკავშირი კიდევ დამატებით თანხებს გამოყოფდა საქართველოსთვის.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,, კომერსანტთან'' დააზუსტა პრემიერის განცხადება და აღნიშნა, რომ ბახტაძეს გამორჩა ერთი სიტყვა, რათა დაეზუსტებინა საიდან, ანუ რომელი პროექტიდან გამოიყოფოდა ეს თანხა (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა) და ბრიფინგზე მყოფ მედიის წარმომადგენლებსაც შეექმნა სხვა წარმოდგენა. თითქოს საუბარი იყო დამატებით სხვა თანხაზე, თუმცა მას არაფერი უთქვამს არასწორი. უბრალოდ წინა დღეს ამ პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია გაჟღერდა და პრემიერმა ჩათვალა, რომ დაზუსტება აღარ იყო საჭირო. აღნიშნული ვითარების გამო, იმედია, თავად პროექტი არ დაკნინდება, რადგან მას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში
 
 

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...