მთავარისიახლეებისაზოგადოებაგეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს

Published on

მე არავისთვის არ ჩამირტყამს, არც ჯაჭვი და არც ხელკეტი, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
გეგა გეგეშიძის თქმით, ის ადასტურებს, რომ იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
 
„ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. ზოგადად ჩემთვის გაუგებარია, ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ დავჭერი. ასე რომ ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ რა მოხდა. მე პირდაპირ ვამბობ, არც არავისთვის ჩამირტყამს რამე, არც ჯაჭვი, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია.
 
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვეულებრივ მივცემ ჩვენებას. რაც შეეხება ჩემი თანამდებობის დატოვებას, ეს არც განიხილება“, – განუცხადა გეგა გეგეშიძემ „იმედს“.
 
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...