მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება'' - ...

“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

Published on

“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება'' –  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელზედაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარმოადგინა ინიციატივა  შეიქმნას უცხოელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებსაც მიეცემათ ვეტოს მინიჭების საშუალება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევაში ისეთი მოსამართლეები, როგორებიც არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე გასაუბრების გავლას ვეღარ შეძლებენ.
 
,,მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეები, რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული „ოცნების“ ზონდერები, ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი.
 
როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
 
საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ, უცხოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები, რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას,“-  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 
 
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...