მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია: ,,თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მოსამართლეების შერჩევის სხვა მექანიზმი, ხვალ და...

გაერთიანებული ოპოზიცია: ,,თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მოსამართლეების შერჩევის სხვა მექანიზმი, ხვალ და ზეგ ჩვენ ისევ მივიღებთ მურუსიძე ორს, ჩინჩალაძე ორს და ვიღაც უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ ამ სასამართლო სისტემა”.

Published on

 
„თუ ჩვენ  მწყობრი, დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნაზე არ წავედით, თუ არ ჩამოვაყალიბეთ ერთხელ და სამუდამოდ სისტემა, რომელიც არჩევს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ მოსამართლეებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ თავსატეხის წინაშე. ამიტომ, გთავაზობთ ყველას, დავიწყოთ დისკუსია ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით.ს იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი,  აქვთ ნულოვანი ნდობა, აბსოლუტურად ყველასგან. საქართველოში სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვასწოროთ, დადგა დრო, რომ საქართველოში ახალი ევროპული სტანდარტი დადგეს “, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა
 
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას სასამართლო სისტმის გაუმჯობესების მიზნით იუსტიციის საბჭოსთან არსებულ უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნას სთავაზობს.
 
ვაშაძის განცხადებით, „ძალა ერთოაბშიას“ ინციიატივა ითვალისწინებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მოხდეს ევროპული პრაქტიკის გამოყენება, რომელიც სასამართლოს განვითარებას ხელს შეუწყობს.
 
„იუსტიციის საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს გაიტანოს იმ კლანის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომელსაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორეს მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ლიდერები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია, მათ მიერ მოსყიდული მოსამართლეები, როგორმე შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და როგორმე გახადონ უზენაეს მოსამართლეებად სასამართლო სისტემაში. ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ აქვე გვინდა მივმართოთ საზოგადოებას, თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ ჩვენ ისევ მივიღებთ მურუსიძე ორს, ჩინჩალაძე ორს და ვიღაც უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ ამ სასამართლო სისტემას.
 
ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ის ევროპული, სრულიად ახალი პრაქტიკა, რომელიც ევროპის ჩვენმა მეგობრამა ქვეყნებმა, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია. რომლებსაც აქვთ უზარმაზარი პრობლემა სასამართლოს განვითარებასთან დაკავშირებით, ამ მექანიზმის იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, ამ მექანიზმის გამოყენებაზე დღეს საუბარია მოლდოვაში და დადგა დრო, რომ დავიწყოთ, სწორედ ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...