მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული საშობაო მსვლელობა 12 საათზე ზუგდიდის მაცხოვრის კარის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე სამღვდელოების წარმომადგენლებთან და მგალობელთა გუნდთან ერთად მოუძღოდა. ტრადიციულად ალილოზე მოგროვილი სურსათ-სანოვაგე სოციალურად დაუცველებს გადაეცემა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ შობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.მაცხოვრის კარის სახელობის ტაძრიდან დაწყებული საშობაო მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა. საშობაო მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას ეკლესიის მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ალილო შობის დღესასწაულის ქართულიტრადიციაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით უკვე წლებია გრანდიოზული მსვლელობით აღინიშნება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ზუგდიდში ალილოს მსვლელობა გაიმართა
სიახლეები
სამართალი
აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული.
როგორც შინაგან საქმეთა...
სამართალი
ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...
სამართალი
პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...
მსოფლიო
რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს
რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...