მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს, დაიკავებს თუ არა მის პოსტს ყოფილი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს, დაიკავებს თუ არა მის პოსტს ყოფილი კადრი პაატა ლაგვილავა – უცნობია

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას ახალი პრესსამსახური ეყოლება. პოზიციის დატოვების შესახებ „ოდიშინიუსს“ თავად ლიკა ქვარცხავამ დაუდასტურა. მისი თქმით, ახლა შვებულებაშია. „დიახ, ჩემი შვილების და ოჯახის გამო პოზიციას ვიცვლი, თუმცა ვრჩები სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლად, დავუბრუნდები თუ არა ძველ პოზიციას, ვერ გეტყვით, ჯერ არ გადამიწყვეტია არაფერი“- განაცხადა ლიკა ქვარცხავამ. კითხვაზე, შეცვლის თუ არა მას მისი წინამორბედი პაატა ლაგვილავა, ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, თუმცა მიესალმება, რადგან პროფესიონალი კადრია. რაც შეეხება პაატა ლაგვილავას, ის ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
 
„ოდიშინიუსის“ ინფორმაციით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის უფროსად ძველი კადრი, ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას პიარი პაატა ლაგვილავა ინიშნება. ლაგვილავამ თანამდებობა ახალი გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მოსვლისთანავე,გასული წლის 24 აგვისტოს დატოვა. რაც შეეხება,მოქმედი გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას პრესსამსახურის უფროსს ლიკა ქვარცხავას,რომელიც ამ თანამდებობას სულ რამდენიმე თვე იკავებდა,“ოდიშინიუსის“  ინფორმაციით,სავარაუდოდ,ისევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულად დანიშნავენ.
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...