მთავარისიახლეებიპოლიტიკაანგელა მერკელის სამუშაო ოფისში საეჭვო პაკეტი მიიღეს. ოფისი დროებით დაკეტილია

ანგელა მერკელის სამუშაო ოფისში საეჭვო პაკეტი მიიღეს. ოფისი დროებით დაკეტილია

Published on

სააგენტო რეიტერსის გერმანიის ფედერაციული პოლიციის მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სამუშაო ოფისში სამართალდამცავები მუშაობენ, გადაკეტილია    შენობაში შესასვლელები და მიმდებარე ქუჩები, ამის მიზეზი გახდა ფოსტით გადმოგზავნილი  უცნაური პაკეტი, რომელიც საეჭვო ეჩვენათ  ოფისის თანამშრომლებს  – პაკეტი დილის ცხრის ნახევარზე, პატრულირების პროცესში აღმოაჩინეს.

 ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა საეჭვო პაკეტის აღმოჩენისას კანცლერი ოფისში. პოლიციის ცნობით, შეზღუდვები    პაკეტის შემოწმების დასრულებამდე  და სიტუაციის გარკვევამდე  გაგრძელდება. 

დღეს  კანცლერის უწყებაში დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელიც  პირველია ამ ახალ, 2016 წელს. 

 

დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...