მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში აშშ ელჩთან საქართველოში იან კელისთან

გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში აშშ ელჩთან საქართველოში იან კელისთან

Published on

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იან კელისთან 

შეხვედრაზე განხილულ იქნა  პარტნიორულ ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,    ყურადღება გამახვილდა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს ახალ პოსტზე და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს“, – აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...