მთავარისიახლეებისაზოგადოებაინტენსიური თოვის გამო გზებზე ისევ შეზღუდვებია

ინტენსიური თოვის გამო გზებზე ისევ შეზღუდვებია

Published on

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ  მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის  გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად  დაზიანდა  დროებითი  შემოვლითი  გზა, რის  გამოც აიკრძალა  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი-ენაკი-ლესელიძის გზის კმ 55-კმ 152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია  ყველა  სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის (ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

 

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...