მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეპარატი „ტამიფლუ“ შეჭირვებული მოსახლეობისათვის განუზომლად ძვირია - დავით სერგეენკო სააფთიაქო ქსელებს...

პრეპარატი „ტამიფლუ“ შეჭირვებული მოსახლეობისათვის განუზომლად ძვირია – დავით სერგეენკო სააფთიაქო ქსელებს სთხოვს, დაწიონ ფასები

Published on

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ.
 
ამის შესახებ დავით სერგეენკომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის რეზერვი და შესაძლებლობა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც „ტამიფლუს“ დისტრიბუციას ახდენენ, აქვთ.
 
"ტამიფლუს" მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი.
 
ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ", – განაცხადა სერგეენკომ.
 
რაც შეეხება არალეგალურ გადაყიდვებს და "შავ ბაზარზე" პრეპარატის გაყიდვას, დავით სერგეენკოს თქმით, ამის რისკი ადრე იყო C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე და სპეციალური დაცვა ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება პრეპარატ „ტამიფლუს“ შემთხვევაში არ არის.
 
"მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თავისი მარაგებიდან უფასოდ გასცემს სოციალურად დაუცველებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებზე და მელოგინეებზე პრეპარატს, იმის რისკი, რომ ადამიანმა ეს პრეპარატი გამოიტანოს და გადაყიდოს, მიზერულად მეჩვენება. სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია", – განაცხადა სერგეენკომ.
 
მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება.
 
„ტამიფლუ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდასაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით", – განაცხადა სერგეენკომ

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...