მთავარისიახლეებისაზოგადოებაკაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

Published on

“ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, “ვიდრე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვლება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სახელია”.

გაფართოება არის საჭიროება, შესაძლებლობის ფანჯარა ხშირად არ იხსნება, ახლა ის გახსნილია და უნდა იქნას გამოყენებული. ანგარიში პოზიტიურია უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის . შეფასება სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის და კოსოვოსთვის, ბოცნა – ჰერცოგოვინასთვის და თურქეთისთვის შერეულია, საქართველოსთვის კი ნეგატიური. მონტენეგრო ევროკაშირში გაწევრიანების პროცესში ყველაზე დაწინაურებულია.
ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, ვიდრე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვლება. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სახელია”- თქვა კალასმა.

კალასის განცხადებას, რომ საქართველო „ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა, წინ უსწრბდა ევროკომისარ მარტა კოსიც შეფასება. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ: “საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა”.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...