მთავარისიახლეებისამართალიექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

Published on

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ მიიღო. მსახიობი კი სამედიცინო კლინიკაში ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქამდე დარჩება, ვიდრე თანხას არ გადაიხდის. ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნასიძე სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
 
საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ბრალდებას კი არ ეთანხმება ოჯახი და ინციდენტის პროვოცირებაში ექიმს ადანაშაულებს.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...