მთავარისიახლეებისაზოგადოებაინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის ჩამოსვლას ითხოვენ (VIDEO)

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის ჩამოსვლას ითხოვენ (VIDEO)

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივი დირექტორის თანამდებობაზე მადონა სართანიას დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. დღეს საავადმყოფოში პრესკონფერენცია გაიმართა, მედ-პერსონალი საავამდყოფოს პრობლემებით დაინტერესებას ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვს და ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს.ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს მფლობელია შპს „ბლოკ-ჯორჯია“, რომელსაც დაწესებულების ქონება ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წელს გაუფორმა. 2015 წლის 24 დეკემბრიდან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორია ნოდარ ჩიქოვანი, რომელსაც თანამშრომლები არ ღებულობენ, რის გამოც მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს. საავადმყოფოს უკვე ყოფილი დირექტორის განმარტებით, დაწესებულება ჩართულია სხვადასხვა პროექტში, მათ შორის c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, მადონა სართანიას განცხადებით, თუ ბლოკ-ჯორჯიასა და საავადმყოფიოს შორის ურთიერთობა არ დარეგულირდა, პაციენტების მკურნალობა და პროგრამები საფრთხის ქვეშ დადგება.ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დირექტორი გუშინაც არ შეუშვეს. ამ დროისთვის ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლება იურიდიულად არ გააჩნია ყოფილ დირექტორს. საქმე სასამართლო ძიებაშია. მედ-პერსონალი აცხადებს,რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...