მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: „ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, მაგრამ 10 წლის წინანდელ...

პრეზიდენტი სააკაშვილი: „ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, მაგრამ 10 წლის წინანდელ ამბებზე “საქმის შეკერვა” ყველა ჩარჩოებს სცდება”

Published on

 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
 
სააკაშვილის შეფასებით, 10 წლის წინანდელ ამბებზე “საქმის შეკერვა" ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება". 
 
„ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას, თუმცა სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
 
2019 წელს 2008 წლის ამბებზე “საქმის შეკერვა" ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება. ივანიშვილს ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინსტიქტი – დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად და მევახშედ და თუ ეს გამოუვიდა, ძარცვის მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება.
 
ამიტომ, ამ საქმეში,ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლის უზენაესობის მხარეს, რადგან სანამ ივანიშვილი არსებობს, სამართლის უზენაესობა მიუღწეველ ფანტაზიად რჩება.
 
დიაგნოზი იგივეა, რაც ადრე, დაავადების განსაკურნად სასწრაფოდ საჭიროა ამ პარაზიტის მოკვეთა, რითაც ყველანი ვიქნებით დაკავებული წელს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...