მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დემოკრატიის ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დემოკრატიის ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

Published on

დემოკრატიის რეიტინგში რომელსაც ბრიტანული კომპანია Economist Intelligence Unit-ი ადგენს, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა.
 
2017 წელს საქართველო 167 ქვეყანას შორის 78-ე ადგილზე იყო 5,93 ქულით, 2018 წელს კი 79-ე ადგილზე 5,50 ქულით. საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება
 
კვლევაში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს.
 
„ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩაერია და არჩევნებიდან 2 დღეში 600 ათას მოქალაქეს დავალიანება ჩამოაწერა.“- ნათქვამია კვლევაში.
 
დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგის პირველ ხუთეულში შედიან : ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია.
 
ბოლო ხუთეულში კი ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სირია და რეიტინგის ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...