მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ტექნოპარკში მენტალური არითმეტიკის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის ტექნოპარკში მენტალური არითმეტიკის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

Published on

ზუგდიდის ტექნოპარკში მენტალური არითმეტიკის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მენტალური არითმეტიკა, რომელიც აზროვნების სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. თანაბრად ავითარებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს, შედეგად კი აუმჯობსებს როგორც ანალიტიკურ, ისე შემოქმედებით აზროვნებას. სმარტმენი წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართვლოში 2018 წელს და ექსკლუზიურად ფლობს მენტალური არითმეტიკის უნივერსალური სისტემის (UCMAS) საგანმანათლებლო პროგრამას. ის გათვალისწინებულია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.
პროგრამის პრეზენტაციას საგანმანათლებლო სფეროსა და  თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას პროგრამის თანადამფუძნებელი საჰარ ჰარბიც დაესწრო. სასწავლო კურსით უკვე სარგებლობს 2,5 მილიონზე მეტი ბავშვი 6000-ზე მეტს სასწავლო ცენტრში, რომლებიც დაფუძნებულია 79 ქვეყანაში, 5 კონტინენტზე.
 

სიახლეები

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...