მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრესა გე: ,,ეს ივანიშვილის დავალებით ხდება. ლიბერთი ბანკი მისია, ქართუ ბანკი...

პრესა გე: ,,ეს ივანიშვილის დავალებით ხდება. ლიბერთი ბანკი მისია, ქართუ ბანკი მისია და უნდა რომ თიბისი ბანკიც მისი საკუთრება გახდეს. ”

Published on

პროკურატურამ თიბისი ბანკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. ამოღებული და დალუქულია დოკუმენტაცია. 
 
პრესა გე-ს  ვარაუდით, ეს  ივანიშვილის დავალებით ხდება.
 
რატომ ცდილობს მილიარდელი ოლიგარქი ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბიზნესის შევიწროვებასა და ათი ათასამდე მაღალშემოსავლიანი დასაქმებულისათვის პრობლემების შექმნას? 
 
თიბისის "ქეისში" მთავარი ამბავი ისაა რომ ამ ე.წ გამოძიებით, ივანიშვილი ეცდება წარმატებულ ბრენდს ლონდონის ბირჟაზე დაუგდოს აქციები… 
 
ოლიგარქი ფიქრობს რომ ამით ბანკს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, შემდეგ კი იაფად იყიდის და დიდ საბანკო მონოპოლიას გააკეთებს. 
 
ლიბერთი ბანკი მისია, ქართუ ბანკი მისია და უნდა რომ თიბისი ბანკიც მისი საკუთრება გახდეს. 
 
ამ შემთხვევაში, მას ქვეყნის შიგნით, მთელი ფინანსური პირამიდა ექნება და წყნარად და უმტკივნეულოდ განახორციელებს არალეგალურ თუ ლეგალურ ფინანსურ ოპერაციებს, თუ დასჭირდა, ფულის გათეთრების ჩათვლით. 
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივანიშვილი წარმატებულ ბიზნესს პრობლემებს უქმნის იმიტომ რომ იაფად ჩაიგდოს ხელში და საკუთარი ფინანსური თვალსაწიერი გაიფართოვოს.
 
იგივე ბედი ელის სხვა ბანკებსა და მისთვის საინტერესო ყველა მსხვილ ბიზნესსაც, რადგან როგორც წლების წინ ცნობილმა ჟურნალმა "ფორბსმა" ირონიით შენიშნა: "არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა". – ნათქვამია პრესა გე-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...