ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს ყვავილების ბაზრობის მოვაჭრეები მივიდნენ და დახმარება ითხოვეს. საქმე ეხება შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ ტერიტორიაზე ყვავილების ბაზრობას, რომელიც მე-4 დღეა დაკეტილია.ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი 50 %-ით გაუზარდა, რაზეც მოვაჭრეები არ თანხმდებიან და ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ.მოვაჭრეებმა აქცია გადასახადის დაწევის მოთხოვნით 2იანვარსაც გამართეს, რასაც ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოყვა.საკითხი საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გაიტანა.მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, ისინი აცხადებენ, რომ თანხა, რომელიც ადმინისტრაციამ მათ დაუწესა, არარეალურია.მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური სუპერმარკეტი კერძო საკუთრებაა, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს ბაზრის ადმინისტრაციასთან.საკრებულომ საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე დღე ითხოვა. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ დაელოდებიან მათ პასუხს და ამის შემდეგ გააგრძელებენ კანონის ფარგლებში მოქმედებას.
მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ (VIDEO)
სიახლეები
სიახლეები
კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა
კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....
სიახლეები
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ
ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...
სიახლეები
“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...
საზოგადოება
ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე
"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა.
დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...