გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ? – ამაზე ვისაუბრებ, – ასე პასუხობს მედიის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მის მიერ მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ. მისივე თქმით, დეტალებზე მედიასთან დღეს ისაუბრებს. ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ბევრი თანამოაზრე ჰყავს. როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი კვირაა ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის ურთიერთობა დაძაბულია, რასაც წინ უძღოდა ბესელიას განცხადება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა იუსტიციის უაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების გამო დატოვა. ბესელიას თქმით, მისთვის მიუღებელია „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან დაკავშირებული მოსამართლეების“ სისტემაში ყოფნა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაგეგმილი და აღნიშნულს მოსამართლეობის კანდიდატებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
სიახლეები
სიახლეები
დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...
სიახლეები
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს.
„ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...
სიახლეები
კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა.
წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...
სიახლეები
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...