მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუბერნიის ინფორმაციით სასტუმრო ,,რივერსაიდ ზუგდიდში,, გუბერნატორის მოადგილე ამჟამად არ ცხოვრობს

გუბერნიის ინფორმაციით სასტუმრო ,,რივერსაიდ ზუგდიდში,, გუბერნატორის მოადგილე ამჟამად არ ცხოვრობს

Published on

სასტუმროში, სადაც დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ამჟამად არ ცხოვრობს. ,,ოდიშინიუსის,, ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურში გამოეხმაურნენ. სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ჯიქია ,,რივერსაიდ ზუგდიდში,, მას შემდეგ დაბინავდა, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა სასტუმროში ამ პერიოდში არ ცხოვრობს და მისამართი შეცვლილი აქვს. აღნიშულ სასტუმროში დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებამ გამოიწვია, თუმცა ექიმები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ცხედარს ექსპეეტიზა ქუთაისის ბიუროში ჩაუტარდა.შსს ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმე აღძრულია სსკ 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...