მთავარისიახლეებირეგიონებილაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ.

ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ.

Published on

ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი – ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...