მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ახალ 2019 წელს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ახალ 2019 წელს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

Published on

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ახალ 2019 წელს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, შეხვდა. ძალა ერთობაშიას წევრებმა ღამის 12 საათზე ადგილობრივებს ახალი წლის დადგომა ფოიერვერკით მიულოცეს. 
 
სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ამ გზით სურთ, ხელისუფლებას უთხრან, რომ მტკიცე და პრინციპული პოზიციით, შესაძლებელია ოკუპანტის დაშინება და იმ აგრესიის შეჩერება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი გამყოფ ხაზთან თითქმის ყოველდღიურად იჩენს.
 
საოკუპაციო ხაზთან აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობენ ქალებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის გამო, საქართველოს განვითარების პერსპექტივაც კითხვის ქვეშ დადგება.
 
ადგილობრივი მოსახლეობაც ფიქრობს, რომ სამოქალაქო აქტიურობას შედეგი ჰქონდა. ატოცელების თქმით, ყოველდღიური პატრულირების შემდეგ შემცირებულია სოფლიდან ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებულების რაოდენობა და აღარ გაგრძელებულა არც ტერიტორიების ჩუმად მიტაცება.
 
სოფელ ატოცში, პოლიციასთან ერთად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მას შემდეგ დგანან, რაც ოკუპირებულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე კილომეტრიანი ე.წ საზღვარი სოფლის შუაგულში ჯერ ბოძებით, შემდეგ კი ამავე ბოძებზე გავლებული მავთულხლართებით გაევლოთ. 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...