მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია: დღეს მამას გარდაცვალების დღეა

ცოტნე გამსახურდია: დღეს მამას გარდაცვალების დღეა

Published on

დღეს მამას გარდაცვალების დღეა. აღარ მოვყვები და არ გავიხსენებ, რა დღეების გავლა მოუწია მას მანამდე იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლება და განვითარება უნდოდა მხოლოდ. მას ხომ პირადი მიზნები არ ჰქონია…
 
1993 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ჩემთვის სამუდამოდ შეიცვალა ახალი წლის დღესასწაულების აღქმა. და ამ ვითომ-ქვეყანაში, რადაც ის შემდეგ აქციეს, სამართალი და სიმართლე პოლიტიკისა და კონიუნქტურის მძევალი გახდა არამხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ უამრავი სხვა ადამიანის შემთხვევაში…
 
დიახ, ვიცი ეს ყველაფერი. ვაცნობიერებ ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც იმისთვის, რომ შეცდომების, ინტრიგებსა და სპეკულაციებში გამოუცდელობის გამოც ეს საქმე დღეს იქ არის, სადაც არის. მაგრამ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!
 
და ვიცი აბსოლუტურად ზუსტად, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ სიბინძურის შემსრულებლებმა, დამკვეთებმა აგონ პასუხი, ვინც ჯერ დააბოტებს ამ ქვეყანაზე, ხოლო ვინც აღარ – მათ სახელებს ყორღანაშვილის გვერდით იხსენიებდეს შთამომავლობა, თუ ამ ქვეყანას არსებობა და სწორად განვითარება უწერია!-წერს ცოტნე გამსახურდია.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...