მთავარისიახლეებიპოლიტიკაიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.
 
კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.
 
გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1.
 
ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კენჭისყრაზე მეორედ დააყენა ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი.
 
კენჭისყრის მეორე ტურში გედევან ფოფხაძეს შვიდი ხმა ერგო. შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე დაიკავებს.
 
კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც დღესვე გაეგზავნება ბიუროს. ბესელიას გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას გედევან ფოფხაძე შეასრულებს.
 
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. მიზეზად მმართველი გუნდის დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაასახელა.
 
მან თქვა, რომ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი ჩააგდო. ეკა ბესელიას განცხადებას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. "ქართული ოცნება" სამ ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...