მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის შვილისთვის სოციალურ ქსელში მიწერილი შეტყობინების გამო სასამართლომ ქართველ სამხედროს პატიმრობა...

სალომე ზურაბიშვილის შვილისთვის სოციალურ ქსელში მიწერილი შეტყობინების გამო სასამართლომ ქართველ სამხედროს პატიმრობა შეუფარდა

Published on

სალომე ზურაბიშვილის შვილისთვის სოციალურ ქსელში მიწერილი შეტყობინების გამო სასამართლომ ქართველ სამხედროს, გიორგი რუსიტაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ჯარისკაცი, რომელსაც რუსეთი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეძებს, დღეიდან საკუთარ სამშობლოშიც ძებნილია.
 
გიორგი რუსიტაშვილს ბრალი სალომე ზურაბიშვილის შვილის, თეიმურაზ გორჯესტანისთვის, სოციალურ ქსელში შეტყობინების გაგზავნის გამო წაუყენეს. ჯარისკაცს მოსამართლემ დავით კურტანიძემ დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
 
ბრალდების მხარისგან განსხვავებულ ვერსიას ყვება ბრალდებული ჯარისკაცი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ოჯახთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი აფხაზეთსა და საოკუპაციო ხაზთან გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. კომენტარი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი პოსტის ქვეშ დატოვა, ამის შემდეგ რუსიტაშვილს პრეზიდენტის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი დაუკავშირდა. რუსიტაშვილი ადასტურებს, რომ საუბარი დაძაბული იყო.
 
ქართველი ჯარისკაცი დარწმუნებულია, რომ ის სალომე ზურაბიშვილის შავი PR-ის სპეციალისტების მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ, რაც ჯარი პრეზიდენტობის კანდიდატს ღიად დაუპირისპირდა, ზურაბიშვილმა შურისძიება იმ მებრძოლებზე გადაწყვიტა, ვინც მას საჯაროდ აკრიტიკებდა.
 
წინასაარჩევნო პერიოდში სიცოცხლის მოსპობით ან სხვა სახის ძალადობით პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, მათ მხარდამჭერებს და ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, თუმცა რუსიტაშვილი ერთადერთია, ვისაც სალომე ზურაბიშვილზე მუქარის გამო პატიმრობა შეეფარდა.
 
ჯარისკაცი, რომელსაც დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა. რუსიტაშვილი ამბობს, რომ საიდუმლო ოპერაციების მონაწილე იყო, ამიტომ ვერ დაასახელებს ადგილებს, სადაც იბრძოდა.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...