მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების...

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა გაიმართება

Published on

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა 28 დეკემბერს გაიმართება.
 
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, საკითხზე სრული ინფორმაციის მისაღებად კომიტეტზე ანგარიშს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ცენტრის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი წარადგენენ.
 
„განათლების სამინისტროში მზადდება სრული ინფორმაცია წლის განმავლობაში ჩატარებულ 98 ინსპექტირებასთან დაკავშირებით. ეს იქნება სრული სტატისტიკური მონაცემები როგორც ინსპექტირების დაწყების საფუძველზე, ასევე რეაგირების დროზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე. წელს ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ საერთო სურათი და უნდა ვნახოთ, იყო თუ არა ზუგდიდის შემთხვევაში განსაკუთრებულ მიდგომასთან საქმე. 28 დეკემბერს ჩაინიშნება საკომიტეტო მოსმენა, სადაც ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები წარადგენენ სრულ ანგარიშს“, – განაცხადა ჯაშმა.
 
შეგახსენებთ, რომ სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც მარიამ ჯაშმა განმარტა, სამინისტრომ სრული ინფორმაციის მოსამზადებლად 4 დღე ითხოვა და მან ეს დრო მისცა.
 
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
 
კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...