მთავარისიახლეებიპოლიტიკაკათოლიკოს პატრიარქმა თავი შეიკავა ,,ციანიდის საქმეზე'' მსჯელობისაგან. ,, მიმაჩნია, რომ არასწორი და...

კათოლიკოს პატრიარქმა თავი შეიკავა ,,ციანიდის საქმეზე” მსჯელობისაგან. ,, მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი გადაწყვეტილება.“- აღნიშნა მეუფე პეტრემ.

Published on

 
საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ  მცირე კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
 
მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ საქართველოს ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას:
 
„ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას. აზრთა სხვადასხვაობა იყო და ვიმსჯელეთ ამ თემაზე“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
რაც შეეხება „ციანიდის საქმეზე“ მსჯელობას, მიტროპოლიტის თქმით, მან წმიდა სინოდის სხდომაზე დააყენა "ციანიდის საქმის" განხილვის საკითხი,  მაგრამ. აღნიშნული თემის განხილვისგან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თავი შეიკავა.
 
მეუფე პეტრემ ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო და არასწორი უწოდა:
 
„სამწუხაროდ, ამ თემის განხილვაზე კათოლიკოს პატრიარქმა თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია და მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი გადაწყვეტილება.“- აღნიშნა მეუფე პეტრემ.
 
 
 
 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...