მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილმა უკან დაიხია - მმართველმა ძალამ ამჯერად ვერ შეძლო თავს...

ივანიშვილმა უკან დაიხია – მმართველმა ძალამ ამჯერად ვერ შეძლო თავს მოეხვია საზოგადოებისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატები

Published on

 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, პარლამენტმა გუშინ არ დაამტკიცა. კანდიდატურების განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო.
 
პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია ვერ გავა – ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ისეთი კრიტერიუმების შემუშავება, რომელსაც მაგალითად ისეთი მოსამართლე, როგორიც არის ჩინჩალაძე, ვერ დააკმაყოფილებს.
 
„ეს სია ვერ გავა საქართველოს  პარლამენტში, შესაბამისად აუცილებელია კრიტერიუმები. ჩვენ ისედაც  ვიცოდით რომ ამ საკითხებზე უნდა დაგვეწყო მსჯელობა საგაზაფხულო სესიაზე. ეს პროცესი არის ღია პროცესი, ამას უკან უკვე ვეღარავინ მოაბრუნებს. ჩვენ შევიმუშავებთ კრიტერიუმებს, სადაც ჩინჩალაძე ვერ დააკმაყოფილებს მას,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
 
ოპოზიცია მომხდარ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს და მთლიანად სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
 
„მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია და სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა. მათ ამ ეტაპზე არ გაუვიდათ ის ნაბიჯი, რომ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატები. ახლა მეორე ეტაპი არის წინ. საგაზაფხულო სესიისთვის უნდა გაიწეროს პროცედურები,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.
 
მართლმსაჯულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.“ ხატია დეკანოიძის თქმით, მას მმართველი გუნდის წევრების ფიქტიური ნაბიჯის არ სჯერა.
 
„რეალურად ჩვენ ამ ფიქტიური ნაბიჯის არ გვჯერა. მთვარია რომ შეიცვალოს მთლიანად სისტემა. მახინჯი სისტემა მართლმსაჯულების რომ  კანონის ყველა რგოლი ემსახურებოდეს სამართლიანობას და არ ემსახურებოდეს ერთ ადამიანს,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...