მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდასხმამ თელავის პოლიციაზე ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

თავდასხმამ თელავის პოლიციაზე ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

Published on

ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს თელავში განხორციელებული თავდასხმის დროს დაჭრილი პოლიციის ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი,  გარდაიცვალა. როგორც ადრე გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში გარდაცვლილი იყო პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი.

თელავში მომხდარი  მკვლელობის ფაქტზე დღეს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც  ნათქვამია: 

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული სანდრო მ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. სამართალდამცველებმა სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით)", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში


 

სიახლეები

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება, სადაც...

რკინის ჯებირის დაზიანებისთვის მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას...