მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არ იყო ეს მკვლელობა და ვერ გაიხსნება ის, რაც არ არის! ...

„არ იყო ეს მკვლელობა და ვერ გაიხსნება ის, რაც არ არის! გიორგი მარგველაშვილი უსინდისოა” – გიგი უგულავა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრობს

Published on

უსინდისო იცით ვინ არის – გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ხუთი წელი პრეზიდენტი იყო, ზურაბ ჟვანიას მეგობრად თვლიდა თავს და პრეზიდენტობიდან წავიდა ისე, რომ თქვა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილი არ არისო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
 
„არ იყო ეს მკვლელობა და ვერ გაიხსნება ის, რაც არ არის! ხომ ქექეს, ხომ ყველაფერი სიმდაბლე ჩაიდინეს, რაც კი შეეძლოთ – ღარიბაშვილიდან დაწყებული და დანარჩენებით დამთავრებული?! თქვენ გგონიათ, რამე რომ ყოფილიყო, ვინმეს შეარჩენდნენ? მარგველაშვილი იმიტომ არის უსინდისო, რომ ხუთი წლის თავზე თუ ასე თვლი, ხუთი წელი ხმა არ ამოგიღია – ადექი და სულ რომ ხუთი დღე გქონდეს დარჩენილი, პროტესტის ნიშნად მაინც გადადექი! მაგრამ თვითონაც იცის, იმიტომ, რომ ივანიშვილთან და მთელ ამ გუნდთან ერთად თვითონაც მონაწილეობდა ამ სიბინძურეში, როდესაც ამ ადამიანის ხსოვნას იყენებდნენ. ყველაფერი თავიდან შეისწავლეს და ვერაფერი დადეს. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელია, კატა ეძებო ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის. არ მომხდარა მკვლელობა – იყო დიდი ტრაგედია, ადამიანების, ოჯახების, მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო და ამათმა ყველაფერი ეს ტალახში ამოსვარეს“, – განაცხადა უგულავამ

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...