მთავარისიახლეებისაზოგადოებაზვიად გამსახურდიას ლეგენდარული სიცოცხლე და სიკვდილი

ზვიად გამსახურდიას ლეგენდარული სიცოცხლე და სიკვდილი

Published on

      23 წლის წინათ,  1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას ხიბულაში ყრუ გასროლის ხმა გაისმა.  ზვიად გამსახურდიას  სიკვდილიც, ისევე როგორც სიცოცხლე,  ლეგენდარული აღმოჩნდა. ახლა მას დიდ–პატარა მტრებიც აღიარებენ და უძღები შვილებიც უბრუნდებიან…

ფრაგმენტი დათო ტურაშვილის წერილიდან  ზვიად გამსახურდიას… ზუსტად 22 წლის შემდეგ

პირველი პრეზიდენტის გზა ერთნაირად ჰგავდა წიგნებში მთვარის შუქზე გადალახულ ადიდებულ ენგურს და ძველი კოლხური მითოსის რომელიღაც მისტერიას.

შეიძლება, ერთი შეხედვით ცოტა ველურ შთაბეჭდილებასაც ტოვებდეს მისი ცხოვრების ერთი სიკვდილის წინა ეპიზოდი მეოცე საუკუნის ბოლოს, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი, მგონი, ყველაზე ბევრის მთქმელია პირადად ჩემთვის.

 

როდესაც რუსეთის არმიის ნაწილებმა დასავლეთ საქართველოში შემოსვლა დაიწყეს, ზვიად გამსახურდია მისმა თანმხლებმა პირებმა მთიან სამეგრელოში აიყვანეს. ერთი ღამე მათ ტყეშიც კი გაატარეს, მაგრამ კარავში დაძინება შეუძლებელი იყო, რადგან ტყეში მოშიებული ნადირიც ბევრი იყო და პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები მთელი ღამე ალმოდებული ჩირაღდნებით ცდილობდნენ მათ მოგერიებას.

 

სამეგრელოში დასრულდა კიდეც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, მასთან ერთად კი ის ეპოქაც გასრულდა, რომელმაც მეორედ მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს, სამწუხაროდ – მხოლოდ ძალიან მცირე ხნით.

 

რუსებმა, რასაკვირველია, მათთვის ძალიან წარმატებით გამოიყენეს ქართული ხასიათის რამდენიმე თავისებურება და საერთოდ ქართული სისუსტეები: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომები, ქართული ამბიციები და ამპარტავნობა, სულსწრაფობა და მოკლემხედველობა, შური და გაუტანლობა, სიზარმაცე და გაუნათლებლობა…

 

დანარჩენი მსოფლიოც მაშინ ისევე შეხვდა რუსულ აგრესიას, როგორც მანამდე ან მერე, რადგან უკვე მშვენიერ სავარძელში მოკალათებული, ევროპისა თუ ამერიკის ვერცერთი პრეზიდენტი ვერ წარმოიდგენდა მთიანი სამეგრელოს იმ ტყეს, სადაც მეოცე საუკუნის ბოლოს მათი ქართველი კოლეგა ჩირაღდნით ხელში ებრძოდა ველურ სიბნელეს.

 

ისიც მიფიქრია, რომ შეიძლება, სხვებისთვის თავისუფლების მიღწევას სულაც არ დასჭირვებია ამდენი თავგანწირვა და სისხლი თუ ცრემლი, რაც ქართველებმა დამოუკიდებქლობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე გაიღეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.

 

უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და, მგონი, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი მაინც ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…  

2014 წ.

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...