მთავარისიახლეებისაზოგადოებათბი­ლის­ში, წავკისში ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შედეგად ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს

თბი­ლის­ში, წავკისში ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შედეგად ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს

Published on

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორი კი დაჭრილია. შემთხვევა გვიან ღამით წავკისელის ქუჩის 6 ნომერთან მოხდა. მოკლულები ბიძაშვილები – 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.
 
რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკა "პინეოშია" მოთავსებული. ზურგში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
ამ დრომდე დაუდგენელია კიდევ ერთი დაშავებულის ადგილმდებარეობა. უცნობია სისხლიანი გარჩევის მიზეზიც. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. სამართალდამცველები წავკისელის ქუჩაზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...