მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ პარლამენტში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების საკითხის განხილვა შედგება

ხვალ პარლამენტში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების საკითხის განხილვა შედგება

Published on

 
ხვალ,  24 დეკემბერს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
 
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახური საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის შესაბამის კომიტეტშია მიწვეული. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება იქნება.
 
“კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე ინსპექტირების სამსახურისგან მოვისმენთ ინფორმაციას წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ინსპექტირების შესახებ – ინსპექტირების საფუძვლების, რეაგირების დროის და შედეგების შესახებ, რათა საერთო სურათი დავინახოთ, თუ როგორ მუშაობს ინსპექტირების სამსახური. იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირებამ გააჩინა კითხვები, ინსპექტირება საკმაოდ სენსიტიურ დროს – საარჩევნო პერიოდში მოხდა, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რამდენად ხდება მსგავსი რამ სხვა სკოლებში და იყო თუ არა ეს გამონაკლისი შემთხვევა. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემოწმების საქმეზე გამახვილდება“ – განაცხადა მედიასთან საუბარში  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
 
კომიტეტის სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.
 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა წინ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...