მთავარისიახლეებიპოლიტიკაბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები - რას იღებენ საჩუქრებად დეპუტატები და...

ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები – რას იღებენ საჩუქრებად დეპუტატები და რისთვის?

Published on

ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები – ეს იმ საჩუქრების ჩამონათვალია, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები, ნათესავებისგან და სრულიად უცნობი პირებისგან იღებენ.
 
კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჩუქრები, საჯარო მოხელეების დეკლარაციებშია შეტანილი და ყველაზე ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს დეპუტატების მეუღლეები ახლო ნათესავებისგან იღებენ.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მაღალი თანამდებობის პირებს ოჯახის წევრებისგან საჩუქრების მიღება შეუძლიათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გამოყენებული იყოს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის.
 
„რეალურად, შესაძლებელია, რომ ეს იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია მოხდეს. ამიტომ, შესაბამისმა ორგანოებმა, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები უნდა შეისწავლონ,“ – განაცხადა გიგაურმა.
 
ეკა გიგაურის თქმით, 11 დეპუტატისთვის ძვირადღირებული საჩუქრის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც საკმაოდ დიდი ქონების გადაცემა დაფიქსირდა ოჯახის წევრების მხრიდან.
 
კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...