მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე

Published on

21 დეკემბერი    პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.
 
მას ხშირად ადარებენ აშშ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს, რომლის გარეშეც ეს ქვეყანა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის,   რადგან ლიდერის, წინამბრძოლის გარეშე ხალხის გზა თავისუფლებისაკენ ურთულესია და ხშირად წარუმატებლობისთვის განწირულიც ( თუმცა ფაქტია ისიც, რომ ლიდერსაც დროისა და ხალხის მოთხოვნა წარმოშობს). 
 
ახლა  კოცონები მდინარეების გასწვრივ პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად  არათუ საქართველოში, თავად ამ ტრადიციის წარმომშობ ქვეყანაშიც აღარ ინთება (  ჩვენში ამერიკული ტრადიციებიდან,  უპირველეს ყოვლისა, პირველმკვალავი პრეზიდენტების დევნაა მიღებული), მაგრამ  სოციალურ ქსელში ადამიანები უდიდესი გულწრფელობით ულოცავენ მიხეილ სააკაშვილს ( ბელადომანია  მხოლოდ ხელმწიფის ნავში  მჯდომ ადამიანებს მიემართება, ახლა კი სულ სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე ).
 
 
რას უფასებენ ეს უანგარო ადამიანები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ოფიციალურად გაუგონარი ჭორების საფუძველზე, მათ შორის  ,,ნაჩოს პალტოსა'' და რამდენიმე პიჯაკის გამო იდევნება, სინამდვილეში კი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის განსახიერებისთვის.? 
 
 
,,მან  მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი  – ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა ევროპის მასშტაბით, 36 წლის ასაკში ჩაიბარა სრულიად განადგურებული ქვეყანა. გაილაშქრა კრიმინალის, კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს სჭამდა იმჟამად. ამ ადამიანმა დაუშრეტელი შრომით შეძლო საქართველოს იმ ჭაობიდან ამოყვანა,  რომელსაც სიბნელე ერქვა. გაატარა რეფორმები ყველა სფეროში, უკეთესობისკენ შეცვალა ჩემი და თქვენი მომავალი. დაგვანახა ქვეყნის წინსვლა, გვასწავლა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.''
 
 
,,ის ძალიან ახალგაზრდაა და ბევრ სხვა მიზეზთან ერთად ამიტომაც არის  მარცხისათვის განწირული მავანთა  ოცნება პენსიაში გაუშვას იგი. იგი კვლავ  ამბობს და კიდევ უფრო დიდ სიტყვას იტყვის საქართველოს ცხოვრებაში''
 
 უკეთესად ვერაფერს იტყვი. 
 
 
 .

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...