მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია გახარიას მიმართავს: საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა,...

ელენე ხოშტარია გახარიას მიმართავს: საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი“

Published on

ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას „პოლიტიკურ ცეკვებთან“ დაკავშირებული განცხადების გამო ცინიზმში ადანაშაულებს.
 
როგორც ხოშტარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს უსმენენ, გიორგი გახარია პატივისცემით უნდა მოეკიდოს პარლამენტს და მის წევრებს.
 
„არ შემიძლია გამოვეხმაურო თქვენს ცინიკურ მითითებას პოლიტიკურ ცეკვებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ, პატივისცემით მოეკიდოთ პარლამენტს და მის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ეს არის ჩვენი თავისუფლება. საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი“, – მიმართა ხოშტარიამ გახარიას.
 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მწვავე დისკუსიისთვის იმყოფება და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...