შს მინისტრის მოსასმენად ჩანიშნულ რიგგარეშე სესიას თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დაესწრება.სავარაუდოდ, ზაზა სარალიძეს მინისტრისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცემა.შვილმოკლული მამა ამ დრომდე ითხოვს მთავარ კითხვაზე პასუხს – ვინ მოკლა მისი შვილი. უცნობია, დააკავებს თუ არა გახარიას უწყება საქმის მთავარ მონაწილეს, მიხეილ კალანდიას. ამ რეკომენდაციით, სამინისტროს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც მიმართა „არამარტო ბატონ მინისტრთან მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაქვს უდიდესი კითხვა ვინ მოკლა ჩემი შვილი. ბოლო-ბოლო ვიღაცამ ხომ უნდა მომისმინოს და გამცეს ამ კითხვაზე პასუხი? ან უნდა თქვან, რომ გამოძიება დახურულია და მკვლელი არ არსებობს, მოლოდინის რეჟიმში არ ვაპირებ მე გაჩერებას,“-ამბობს სარალიძე.დავით სარალიძე მეგობარ ლევან დადუნაშვილთან ერთად ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1 დეკემბერს მოკლეს. დაკავებული მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირია. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ გამოძიებას დადგენილი არ აქვს ვინ მოკლა დავით სარალიძე. მოკლული მოზარდის მამა დარწმუნებულია,რომ გამოძიება მისი შვილი მკვლელს ხელს აფარებს. შვილის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტთან აქციას მართავს.
შს მინისტრის მოხსენებას პარლამენტში ზაზა სარალიძე დაესწრება
სიახლეები
საზოგადოება
ვერაზე სროლის შედეგად სამი დაჭრილიდან ერთი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
17 წლის ბიჭი, რომელიც კიდევ სამ ბიჭთან ერთად ვერაზე, ხორავას ქუჩაზე ატეხილი უმისამართო სროლის...
სიახლეები
ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე
ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე
ჟურნალისტ ვახო სანაიას...
სიახლეები
უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...
სიახლეები
ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...